Wednesday, July 11, 2012

რომანტიზმი საქართველოში


პროექტი
პროექტის სახელწოდება:  რომანტიზმი საქართველოში.

პროექტის მთავარი იდეა (თემა) : პროექტის მთავარი იდეაა, რომ მოსწავლეები გაეცნონ ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებას  და შეაფასონ მათი როლი XIX საუკუნის ისტორიის განვითარებაში.

პროექტის აქტუალობა:  პროექტი იმდენადაა აქტუალური, რამდენადაც მოსწავლეები საფუძვლიანად ეცნობიან XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიას, ლიტერატურას (ლიტერატურის თეორიას, რადგან იზმების ისტორია ჩვენს სინამდვილეში სწორედ რომანტიზმით იწყება, რომელმაც მთელი ნახევარი საუკუნე გასტანა).

პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია ქართველ რომანტიკოსთა ღვაწლის შეფასება და მათი როლის განსაზღვრა. მათი შემოქმედების საფუძვლიანი წვდომა...

მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  ორი თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ბავშვები გააკეთებენ ელექტრონულ ჟურნალს, სადაც განთავსდება მათი კვლევის შედეგები (დაწყებული XIX საუკუნის ისტორიიდან, რომანტიკოსთა ბიოგრაფიებისა და შემოქმედების განხილვის ჩათვლით. თანდართული ექნებათ მასალისთვის საჭირო ილუსტრაციები)

პროექტისთვის საჭირო  ძირითადი რესურსები:  კვლევისათვის საჭირო წიგნები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი, პროექტორი...

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  XI კლასში ქართული ლიტერატურის შესწავლა იწყება რომანტიკოსთა შემოქმედებით. ბავშვები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად და  2 თვის განმავლობაში მათ პარალელურად ეძლევათ დავალება მოიძიონ დამატებითი მასალა რომანტიზმთან და დანარჩენ რომანტიკოსთა შესახებ. (მასალა გადანაწილებული ექნებათ, მაგ.: 1-ლი ჯგუფი მოიძიებს ცნობებს მე-19 საუკუნის I ნახევრის საქართველოს ისტორიის შესახებ, მე-2  იმუშავებს ლიტერატურის თერიაზე, ხოლო დანარჩენი ორი ჯგუფი თანაბრად გაიყოფს და განიხილავს რომანტიკოსთა შემოქმედებას). როდესაც სკოლაში დავამთვრებთ მიმდინარე საპროგრამო ნაწარმოებებს,  ბავშვები მიმყავს ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, იქ თვითონ იღებენ სურათებს, ვიდეოს, რაც თავიანთი მუშობის შეჯამებისას დასჭირდებათ. სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი თავს მოუყრიან ყველა საჭირო მასალას, გააკეთებენ  ელექტრონულ ჟურნალს და მოაწყობენ პრეზენტაციას - რომანტიზმი საქართველოში...
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშრი:  პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებლად მოხდება ინტეგრირება ისტორიასთან. ასევე, თვალსაჩნოა კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთანაც:
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·         აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე; 
·         აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით;
·         ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე; 
·         შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;
·         ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.
ქართ. XI. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;
პროექტის ხელმძღვანელი:  ნატო ლალიაშვილი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  natali.laliashvili@gmail.com

პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://natalilaliashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment